გაზის მიწოდება 12 საათით შეწყდება! - „თბილისი ენერჯი“ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1771090416
„გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, რამდენიმე ათეული წლის წინ, მსოფლიოს მასშტაბით, დაიწყო კვლევა, რომელშიც ჩაერთო საქართველოც, ინდოეთიც, სამხრეთ ამერიკაც - ის ქვეყნები, სადაც გარემოს, ჰაერის, წყლის, ნიადაგის პოლუცია, ანუ მოწამვლა მაღალია.
ჟორდანიას ინსტიტუტშიც ჩავატარეთ ეს კვლევა. აღმოჩნდა, რომ უშვილობის გამომწვევი პირველი მიზეზი არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მეორე ენდოკრინოლოგიური დაავადებები და მესამე ადგილზე აღმოჩნდა გარემოს მოწამვლა“, - ამბობს რეპროდუქტოლოგი, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი არჩილ ხომასურიძე.
მისივე განცხადებით, მიზეზების კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ოვულაციაზე ყველაზე მეტად უარყოფითად ზემოქმედებს ის ნივთიერებები ახდენს, რომელიც ავტომობილების ნამწვს წარმოადგენს.
„კვლევა, ძირითადად ჩატარდა თბილისში, შემდეგ მივყევით ქუთაისს, ზუგდიდს, ჩოხატაურს - იქაც მიზეზი ავტომობილები აღმოჩნდა. შესაძლოა, მაგალითად, ჩოხატაურში ავტომობილების ძალიან დიდი რაოდენობა არ არის, მაგრამ ამისთვის საკმარისია. შემდეგ ემატება ქარხნების მუშაობა და გარემოს დაბინძურების სხვა ფაქტორები“, - ამბობს ექიმ-რეპროდუქტოლოგი.
არჩილ ხომასურიძის განცხადებით, გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევა რამდენიმე ეტაპად ტარდებოდა და თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ, მდგომარეობა უარყოფითი მიმართულებით იცვლებოდა.
ექიმი-რეპროდუქტოლოგი გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, გარკვეული რეგულაციების საჭიროებაზეც საუბრობს.
„პირველ რიგში, როგორმე უნდა შეიზღუდოს მანქანების რაოდენობა თბილისსა და სხვა ქალაქებში, ეს შეიძლება სხვადასხვა სისტემით გაკეთდეს, იმპორტი შეიზღუდოს, განსაკუთრებით ძველი მანქანების, გამრავლდეს ელექტრო მანქანები და სხვა“, - აღნიშნა არჩილ ხომასურიძემ.