დააკავეს მამაკაცი, რომელმაც გოგოსთან შეხვედრის მიზნით, მისი თუთიყუშები მძევლად აიყვანა

თუთიყუში

იაპონიაში 26 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც 20 წლის გოგონა თუთიყუშებით დააშანტაჟა. ამის შესახებ მედია წერს.

გოგონას თქმით, მამაკაცი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი ოთხი თუთუყუში მოიპარა და სანამ გოგონა არ შეხვდებოდა, მისი თუთიყუშები მძევლად ეყოლებოდა.  

გოგონამ არ უპასუხა მამაკაცის მუქარას და დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. მამაკაცი დააკავეს. მიზეზი, თუ რა გახდა შანტაჟის საფუძველი და რატომ უნდოდა მას გოგონასთან შეხვედრა, ჯერ უცნობია. ამჟამად ფრინველები უსაფრთხოდ არიან.