რა ასაკიდან იწყება კანის დაბერების პროცესი? - რას ამბობენ სპეციალისტები

სახის კანი

კანის დაბერების პროცესი ადამიანის ორგანიზმში ბევრად ადრე იწყება, ვიდრე ვიზუალურად ხდება შესამჩნევი. სპეციალისტების განმარტებით, კანის სტრუქტურული ცვლილებები დაახლოებით 25 წლის ასაკიდან აქტიურდება.

ამ ასაკიდან ორგანიზმში თანდათან მცირდება კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება - ეს ის ცილებია, რომლებიც კანს სიმკვრივეს, ელასტიკურობასა და ახალგაზრდულ იერს უნარჩუნებს. კვლევების მიხედვით, 20-იანი წლების შუა პერიოდიდან კოლაგენის რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 1%-ით იკლებს.

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის (AAD) ინფორმაციით, კანის დაბერებაზე გავლენას ახდენს როგორც ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესი, ასევე გარე ფაქტორები - მზის ულტრაიისფერი სხივები, მოწევა, სტრესი, არასაკმარისი ძილი და არასწორი კვება.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კანის დაბერების პირველი ნიშნები შესაძლოა თავდაპირველად უმნიშვნელო იყოს - სიმშრალე, ტონუსის შემცირება, წვრილი ხაზები და კანის ფერის ცვლილება.

დერმატოლოგები პრევენციისთვის ყოველდღიურად SPF-ის გამოყენებას, ანტიოქსიდანტებით მდიდარ კვებას, სრულფასოვან ძილსა და კანის რეგულარულ მოვლას რეკომენდაციას უწევენ.