ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

შაკო ბიჭაშვილი

ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლა ტრაგიკულად დაღუპული ბაიკერის, შაკო ბიჭაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„მეხის გავარდნას ჰგავდა შენი სიკვდილი. ამ უბედურებას სახელი არ გააჩნია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვები უძლურია. კიდევ ერთი ჩამქრალი სიცოცხლე, კიდევ ერთი დიდი ტრაგედია. ტირის მთელი სკოლა, როგორ გვენანები ჩვენო სიცოცხლით სავსე ბიჭო, ჩვენო შაკო. მსუბუქი ყოფილიყოს შენს საფლავზე დაყრილი მიწა.
უფალს ებარებოდე“, - ვკითხულობთ პოსტში.

შემთხვევა, სოფელ გაუწყინარის მონაკვეთზე 30 ნოემბერს მოხდა. ერთმანეთს 2 მოტოციკლი შეეჯახა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.