ქართული ხელოვნება სიცილიას იპყრობს - კულტურათა დღესასწაული პალმა დი მონტეკიაროში გაიმართება

სიცილია

ქართული ხელოვნება სიცილიას იპყრობს — კულტურათა დიალოგის, ფერებისა და ემოციის ამაღლებული დღესასწაული, რომელიც პალმა დი მონტეკიაროში ტარდება, წელს განსაკუთრებულად ბრწყინვალე ფორმატით გაიმართება.

ქალაქი, რომელიც გატოპარდოს ისტორიასა და ხმელთაშუა ზღვის ატმოსფეროს ატარებს, ამჯერად, მრავალრიცხოვან ევროპელ მხატვართა გვერდით ქართული ხელოვნების უნიკალურ ხმასაც მასპინძლობს.

სწორედ აქ, კულტურულად დატვირთულ სცენაზე, ერთმანეთში ირევა სხვადასხვა ქვეყნის შემოქმედებითი ენერგია, ხოლო ქართული კულტურა — თავისი სიღრმით, ტრადიციით და სცენური ძალით — ღონისძიების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გამორჩეულ ელემენტად გადაიქცევა.

ღონისძიებაზე დაახლოებით 70-მდე მხატვარი წარადგენს საკუთარ ნამუშევრებს უნგრეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, მალტადან, სლოვაკეთიდან, ავსტრიიდან და ფინეთიდან. განსაკუთრებული სტუმარი იქნება საქართველოს 24-კაციანი არტ-დელეგაცია, რომელსაც „ხელოვნების გზის“ წარმომადგენელი ნინო დარჩია უხელმძღვანელებს.

ღონისძიების კულტურის ელჩი ქალბატონი ნინო დარჩია წლების განმავლობაში იყო ამ ფესტივალის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი საქართველოდან, ბატონ რობერტო გუჩიონესთან ერთად. ისინი აქტიურად ხელს უწყობენ ქართული და იტალიური ხელოვნების ინტეგრაციას და პოპულარიზაციას თავიანთ სამშობლოში, რაც გამოფენას განსაკუთრებულ, საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს.

ორგანიზატორები კვლავ უბრუნდებიან გატოპარდოს ქალაქს.

ღონისძიების ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტო გუჩიონე: „სასიამოვნოა დაბრუნება. რადგან გვჯერა, რომ ამ რთულ ისტორიულ მომენტში განსაკუთრებით გვჭირდება მშვიდობა, ხოლო მისი გადაცემისა და გავრცელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზა სწორედ ხელოვნებაა — თავისი სილამაზითა და ფორმებით“.

იოსეფ ტომაზი დი ლამპედუზას ინსტიტუციის თავმჯდომარე, ლეტიცია პაჩე: „დარწმუნებული ვართ, რომ „ხელოვნების გზის“ ასოციაციასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო აჩენს სინათლეს ჩვენს ქალაქში  და ერთად ჩვენს ქალაქს კიდევ ერთ ფერად შეხებას შევძენთ“.

მერი სტეფანო კასტელინო — „ქალაქიც კვლავ გულისხმიერად მიიღებს იმ მრავალ მხატვარს, რომლებიც ოსტატ გუჩიონესთან ერთად თავიანთი შემოქმედებით მოგვმართავენ და მოგვცემენ შესაძლებლობას, მშვიდობის მნიშვნელობაზე დავფიქრდეთ. მათი ნამუშევრები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმ კულტურულ გზას, რომელსაც ჩვენი ქალაქი არტ-რენესანსისკენ ადგას“.

დონ ბოსკოს მსოფლიო ყოფილი აღსაზრდელთა საბჭოს წევრი ვალერიო მარტორანა: „გატოპარდოდან ტაძართა ველემდე ერთი ნაბიჯია, — და ეს მოგვიტანს სილამაზისა და კულტურის ნამდვილ ფერად-აფეთქებას, რომელიც კვლავ მოხიბლავს დამთვალიერებლებს.“

 

ისტორიული მონაწილეობა – ქართველი ემიგრანტის ახალი სიტყვა

ამ გამოფენის ისტორიაში პირველად მონაწილეობს ემიგრანტი ქართველი ფიქრია კუჭუხიძე, რომელიც სრულიად განსხვავებული ფორმატით წარადგენს თავის შემოქმედებით ხედვას: ქართული კულტურული საგანძურის — ქართული ცეკვის — სცენურ ინტერპრეტაციას.
მისი ქორეოგრაფიული წარმოდგენა ღონისძიების ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ, ელეგანტურ და დამამახსოვრებელ მომენტად გადაიქცევა, შინდისფერი ქართულით შეფერავს სიცილიის სცენას და საქართველოს ენერგიასა და იდენტობას საერთაშორისო აუდიტორიას გადასცემს.

საემიგრაციო საზოგადოება „ANOLF“-ის ქართველი ოპერატორი, მოცეკვავე, ფიქრია კუჭუხიძე: „ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. სოციალურ ქსელში გადავაწყდი აღნიშნულ ინფორმაციას და მივმართე ბატონ რობერტო გუჩიონეს, როგორც მოცეკვავეს მონაწილეობის მიღება თუ შემეძლო აღნიშნულ ფესტივალზე. ბატონმა რობერტო გუჩიომემ გაითვალისწინა უცხო ადამიანის სურვილი და თხოვნა, დიდი ნაბიჯი გადმოგდა და კიდევ ერთ  ემიგრანტს საშუალება მომცა  15 წლის მერე ოცნება ამესრულებინა და პროფესია, რომელიც საქართველოში დავტოვე და გამოვიტირე, რადგან არ ვიცოდი ცეკვის გარეშე როგორ ვიცხოვრებდი. ყოველდღე ვცეკვავ და ვცეკვავ თვითგდარჩენას. თუმცა, ბატონი რობერტო გუჩიონე არის ის ადამიანი, რომელმაც ჩემს ოცნებას მზე ამოუყვანა სიცილიაში. აქვე, აღვნიშნავ ნინო დარჩიას დიდ როლს ამ საკითხში, როგორც საქართველოდან კულტურის ხელოვნების ელჩს სიცილიაში წლების განმავლობაში უდგას ამ ფესტივალს გვერდით. 6 დეკემბერს წარვადგენთ ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ქართული ხელოვნებისა და კულტურის უდიდეს საგანძურს - ცეკვას გავუწევ პოპულარიზაციას სიცილიის ცის ქვეშ“.

სტუმრები და სპეციალური მონაწილეები:

ვენცენცო კანსონიერი (ანატომი-პათოლოგი), ლუჩია ლომბინო (შრომის მედიცინის სპეციალისტი), ალესანდრა ფალსონე (ადვოკატი), მარია გრაცია ჭიანჩული (ჟურნალისტი), ქეთევან ტრაპაიძე (პოეტი, მწერალი, კომპოზიტორი, მომღერალი), დომენიკო შიკოლონე (საკრებულოს თავმჯდომარე), ლეტიცია პაჩე, მარიანა ლა ბარბერა (ჟურნალისტი), მარიელა დ’ანჯელო (კოსტუმისტი), ალფრედო ფალეტა (მეწარმე), ნინა დარჩია („La Via dell’Arte“-ის საქართველოს წარმომადგენელი), ანჯელიკა ავსილია ჯადონე (ფოტორეპორტიორი), მარკო გუჩიონე (მუსიკოსი), ალესანდრო კასიბა (ტენორი), ბალერინა ფიქრია კუჭუხიძე, მეგი გევენეტაძე („Megi Art Georgia“-ს ხელმძღვანელი).

გამოფენაში მონაწილეობენ მხატვრები: ჯოვანი ტარასიო, როზეტა ჯიომბარესი, დინო პუღლიზი, ლუჩილა ლუჩიანი, ფრანკო კარლეტი, მარია რიტა ფოლიასო, კატალინ ნ. სებასტიენ, ადრიანა სტელა, ტიტი რაპისარდა, ვერონიკა ვერდირამე, მიჰელინა მილელა, მინა დი სალვო, ედენ DSG, ლორედანა პელეგრინო, მარია ლუიზა რომანო, ჯუზეპე სპადოლა, რიტა გუარდავასკიო, მარიო ვიდეორია, ანა ჯულია ენრილე, კარმელო ბატალია, მილენა ემა კარაკიოლო, მარია ტემბესტა, მარია ფელიჩე ვადალა, ვალენტინა დეციო, ვალერია ფიაკაბრინო, სალვატორე გერბინო, ლუიზა ბარანო, ანდრეა ჰარანგი, ვერენა პაპინ, პიპო დეპეტრო, როზანა რეატეგუი, კარმელიზა პარავიცინი, ჯოვანი კუსუმანო, ფლორინდა ჯანონე, პაოლა მავერ, დობუშ გიერგი, დობუშ დორკა, ბრუნო კუტრალე, ნელი ფონტე, ლორედანა აიმი, ჯუზეპე ბარბა, ჯანინა ზურადელი, ნინა დარჩია, დალილა მინჯორია, გიორგი მარდალეიშვილი, ეკა კალატოზი, მადონა ახალკაცი, თამარ კვიზინაძე, მაია ნახუცრიშვილი, თამუნა კაკაბაძე, სუზან ავანესიანი, ბარბარე სადზაგლიშვილი, ნინო ვეშაგური, ნუცა პურწელაძე, თეა სისვაძე, თეა გოლოშვილი, მარიუმ ქელბაკიანი, სალომე სიხარულიძე, შორენა კოჩიაშვილი, მეგი გვენეტაძე, რუსუდან კობახიძე, ლიკა დამინარაძე, ჯული მარგიშვილი, მაია ფხოველიშვილი, ამირან ცილოსანი, ელენე ილიაევი, სოსო ილარიანი, ბარბარა აბრამიშვილი, მარიტა ჯიონტი, ნინო კურტანიძე.

ღონისძიება 2 დეკემბერს გაიხსნება და 15 დეკემბერს დაიხურება.