1776796786
ქართველ ბავშვს, ოპერაციის დროს სხეულში ჩატოვებული ნემსი 9 წლის შემდეგ ამოუღეს - „მისი სიცოცხლე ყოველ წუთს რისკის ქვეშ იდგა“
„კურიერი PS“-ის სიუჟეტი გიყვებათ პაციენტზე, რომელსაც ქირურგიული ოპერაციის შემდეგ სხეულში ნემსი ჩაუტოვეს და ამის შესახებ, შემთხვევით, 9 წლის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც მშობელმა კურიერი PS-ის ჟურნალისტებს განუცხადა, ინსტრუმენტი ბავშვს 9 წლის წინ გლანდების ოპერაციის დროს ჩაუტოვეს.
"2017 წელს გავუკეთეთ ბავშვს ტონზილექტომია, რა დროსაც მოხდა ნემსის ჩატოვება. 9 წლის განმავლობაში ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. მისი სიცოცხლე ყოველ წუთს რისკის ქვეშ იდგა. ბომბი იყო განთავსებული მის სასიცოცხლო არტერიებთან." - ამბობს დედა.











