Lufthansa ოქტომბრამდე ზოგიერთ ევროპულ მარშრუტს აუქმებს - The Wall Street Journal

ლუფთანზა

 გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ოქტომბრამდე ზოგიერთ ევროპულ მარშრუტს, ჯამში 20 000 მოკლე დისტანციაზე ფრენებს აუქმებს - ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

გადაწყვეტილების მიზნად საწვავის დაზოგვა სახელდება, რაც ირანში მიმდინარე ომით გამოწვეულ დეფიციტს და გაზრდილ ფასებს უკავშირდება.

გაუქმებული ფრენებით მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობა 1%-ით მცირდება, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს 40 000 ტონაზე მეტი საავიაციო საწვავი დაზოგოს.