ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე 95%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა

გამოცდები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი.

მათივე ცნობით, ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.

„მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო.