„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ჩვენი გიო აღარ გვყავს...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1767898043
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ღრმა მწუხარებით ემშვიდობება ჩვენი სკოლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, ღვაწლმოსილ პედაგოგს — მარი ლაცაბიძეს.
ქალბატონი მარი სკოლის დაარსების პირველივე დღიდან იყო ჩვენი დიდი ოჯახის დასაყრდენი და მისი ისტორიის განუყოფელი ნაწილი. ის იყო უბადლო მოქართულე, რომელიც მშობლიურ ენასა და ლიტერატურას არა მხოლოდ ასწავლიდა, არამედ აცოცხლებდა თითოეული მოსწავლისთვის. მისი პროფესიონალიზმი, სიტყვის ფასი და საქმისადმი ერთგულება ნამდვილ ეტალონს წარმოადგენდა.
მარი მასწავლებელმა ჩვენი სკოლის კედლებში დატოვა ის, რაც ყველაზე ძვირფასია — წარუშლელი კვალი ცოდნით, სათნოებითა და უსაზღვრო ადამიანური სითბოთი.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის სახელით, ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მის მრავალრიცხოვან მოსწავლეებს. მარი მასწავლებლის ხსოვნა მარადიულია",- წერია განცხადებაში.