გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1759845307
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხითში შპს „ტირიფონის ბაღების “ ვაშლის ბაღში მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.
შპს „ტირიფონის ბაღები“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ და პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ხელშეწყობით, 28 ჰა ვაშლის და 2.8 ჰა მსხლის ბაღი გააშენა, რომელიც აღჭურვა ავტომატური წვეთოვანი სარწყავი სისტემით, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებითა და მეტეოსადგურით.
აღსანიშნავია, რომ ვაშლის მწარმოებლებს შორის, საქართველოში პირველად, 2017 წლიდან, კომპანია „ტირიფონის ბაღები“ სერტიფიცირებულია GlobalG.A.P. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
კომპანია ვაშლის ბაღებიდან წელს 1000 ტონა მოსავალს ელოდება. პროდუქციის რეალიზაცია, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება, ასევე, ექსპორტზე გადის თურქეთში.
სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ვაშლის ბაღების გაშენება 2,227 ჰექტარზე თანადაფინანსებულია 20,2 მლნ ლარზე მეტით. მათ შორის, შიდა ქართლის რეგიონში, 1877 ჰექტარზე ვაშლის ბაღების გაშენების თანადაფინანსება 16,9 მლნ ლარია.
მინისტრთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.