პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსი, რომელიც 2017 წლიდან ტარდება, პროფესიული განათლების განვითარებასა და მის პოპულარიზაციას ემსახურება.

მისი გენერალური სპონსორი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია. მხარდამჭერი განათლების სამინისტრო, სპეციალური პრიზები კი საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ, ისრაელის საელჩომ და ბიზნეს ასოციაციამ გასცა.