პრეზიდენტი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ მეორედ მივიდა

ყაველაშვილი

ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იმყოფება, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია გადაყვანილი.

მიხეილ ყაველაშვილთან ერთად არის მისი მეუღლე თამარ ბაგრატიონიც.

მიხეილ ყაველაშვილი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ დღის პირველ ნახევარშიც იმყოფებოდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.