ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ
1733806234
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს სახალხო მხატვრის, თეიმურაზ გოცაძის გარდაცვალების გამო.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამოჩენილი მხატვრის, თეიმურაზ გოცაძის გარდაცვალების გამო. განუმეორებელი ხელწერით შექმნილმა შემოქმედებამ ბატონ თეიმურაზს გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული მხატვრობის ისტორიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა თანამედროვე სახვითი ხელოვნების განვითარებისა და ხელოვანთა ახალი თაობების აღზრდის საქმეში.
გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თეიმურაზის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.