გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის მსხვილ ქალაქებში: ვარშავა, კატოვიცე, პოზნანი მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.
კამპანიის ფარგლებში, პოლონეთის ქალაქებში პრეზენტაციები და ე.წ. როუდშოუები მიმდინარეობს. ღონისძიებების პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
B2B ფორმატის ფარგლებში, თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრებს მართავს პოლონური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან.
კამპანიის მიზანია პოლონეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და პოლონეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს, რომელიც მსხვილ ავიაკომპანიებთან, მედია პლატფორმებთან და ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობას გულისხმობს.
ახალი კამპანია ციფრულ პლატფორმებზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყნის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. კამპანია სოციალურ ქსელებს, ტელევიზიებს, გამოცემებს, გარე რეკლამასა და ე.წ. როუდშოუებს მოიცავს.