ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი შესაბამის ვებ-გვერდზე 11 მაისის საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. ცვლილების თანახმად, წელს უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. თუმცა, კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფომ გრანტების გაცემაზე უარი თქვა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ცნობარი რეგისტრაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა. მასში არის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია, საგამოცდო პროცედურები და წესები.
"ათასობით აბიტურიენტი ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე. წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით ვხვდებით. უპირველეს ყოვლისა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, პირველკურსელები როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო საფეხურზე, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან უფასოდ. ამასთანავე, პირველად მოხდა, რომ ადგილების რაოდენობა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში განისაზღვრა შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე. განისაზღვრა 21 600-მდე ადგილი 19 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, სადაც სწავლა უფასო იქნება. ასევე, პირველად ხდება ის, რომ ყველა აბიტურიენტს უმაღლეს სასწავლებელთან ერთად ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს რამდენიმე პროფესიული მიმართულება იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ვერ დააგროვებენ საკმარის ქულებს, რომ მოიპოვონ ადგილი უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ გადალახავენ მინიმალურ ბარიერს, მათ ექნებათ შესაძლებლობა რომ სახელმწიფოს დაფინანსებით გააგრძელონ სწავლა პროფესიულ კოლეჯში," - აცხადებს გივი მიქანაძე.