ტემპერატურის კლება, წვიმა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლომდე
1794855802
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ.
„როგორც ამბობენ, მთელი კორპუსი პირველ სართულზე ჩამოიტანა. პირველ სართულზე დედა-შვილია, როგორც ბებია ყვიროდა, 1 წლის შვილიშვილია სახლში.
ახლა ამბობენ, რომ ქვემოთ 7 ადამიანია მოყოლილი. ჩემს იქ ყოფნაში, 3 ადამიანი გამოიყვანეს დამწვრობით, კონტაქტურები იყვნენ“, - ამბობს ადგილობრივი.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, აფეთქების ადგილას 7 პირის ძებნა გრძელდება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ნანგრევებიდან გამოყვანილია 4 პირი, ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. მძიმეა ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა. ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. მეხუთე სართულზე მცხოვრებმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ღამით გაზქურის ჩართვას უშედეგოდ ცდილობდა, დილით გაზის ანთება ახლიდან სცადა რასაც აფეთქება მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, მას გაზქურის ონკანი ღია დარჩა.