„მსტვინავი სუნთქვა, ჟანგბადის საჭიროება, ფილტვების ანთება“ – ივანე ჩხაიძის გაფრთხილება მოსახლეობას!
1747765398
№11 დაწესებულებაში, სადაც საჯარო სკოლა 9 მსჯავრდებულმა დაასრულა, ბოლო ზარი ,,ღამის შოუს ბენდის“ კონცერტით აღინიშნა. ბენდის წევრებმა მსჯავრდებულებს სკოლის დასრულება მიულოცეს და მუსიკალური ნომრები მათთან ერთად შეასრულეს. მსჯავრდებულებმა წარადგინეს საკუთარი შემოქმედებაც. ბოლო ზარის ღონისძიებაზე მოეწყო მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა. გაიმართა შაშის ტურნირში გამარჯვებულების დაჯილდოებაც, სადაც პირველი ადგილი მე-12 კლასის მოსწავლემ დაიკავა. სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან №11 დაწესებულების ყველა მსჯავრდებულს, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს, საჩუქრები გადაეცა.