ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება - რას გვიმზადებს 2027 წელი
1793997405
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მიმართვას ავრცელებს:
„პაციენტის მონაწერიდან: „ექიმო ჩემს შვილს ძალიან ახველებს ფილტვების ანთება ხომ არ ექნება ნეტა???“ - აი როგორ უნდა უპასუხო ასეთ კითხვას ამ რთულ პერიოდში, როდესაც ამდენი პნევმონიის შემთხვევაა, მათ შორის ბევრი აუდიონეგატიური და მხოლოდ რენტგენოპოზიტიური…
მიიყვანეთ ბავშვი პედიატრთან და დროულად გადაწყვიტეთ „ნეტას“ საკითხი, ჩაიტარეთ შესაბამისი კვლევები და დროული მკურნალობა... "ნეტას" იმედზე ნუ დატოვებთ ბავშვს...
მშობლის შიში გასაგებია, მაგრამ პნევმონიის დიაგნოსტიკა ექიმის საქმეა და არა ხველის დეციბელების! "ნეტა” დიაგნოსტიკის მეთოდი არ არის, ძვირფასო მშობლებო! მედიცინაში "ნეტას“ კლინიკური შეფასება სჯობს, თორემ ამდენი "ნეტათი“ ყველა ხველა პნევმონიად გადაიქცევა! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას, ნეტა ყველა ბავშვი ჯანმრთელად იყოს“,- წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.