პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს ქალაქ ბათუმის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას - ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორი

ტრანსპორტი

პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის უფასო ტრანსპორტი ინიშნება. შესაბამისი გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

ასევე ცნობილია, რომ ხვალ და ზეგ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება საქართველოს რკინიგზაც. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.

"21-22 მარტს ქალაქ ბათუმის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას. 21 მარტი - გამგზავრება დილით 09:00 საათი, 22 მარტი - გამგზავრება დილით 05:00 საათი. შეკრების ადგილი - ქალაქი ბათუმი, ცენტრალური სტადიონი, "აჭარაბეთ არაენას" მიმდებარე ტერიტორია. გამგზავრების მსურველებმა გთხოვთ მიმართოთ ქალაქ ბათუმის მერიას," - აღნიშნა ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორმა, სულხან დუმბაძემ.