1773951610
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანში ბალისტიკური რაკეტების საწარმოს დაბომბვის კადრებს აქვეყნებს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელ X-ში ირანის ქალაქ კარაჯში მდებარე ბალისტიკური რაკეტების საწარმოს განადგურების კადრებს ავრცელებს.
„ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ დაწყებამდე ირანის რეჟიმი კარაჯში მდებარე ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელ ქარხანას იყენებდა რაკეტების ასაწყობად, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა ამერიკელებს, მეზობელ ქვეყნებსა და კომერციულ ნაოსნობას“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.











