„პატრიარქი სულ ამბობდა, რომ ეს ის თაობა იქნება, რომელიც ამ ქვეყანას გააბრწყინებს და რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის…“ – შალვა კეკელია პატრიარქის ნათლულებზე

შალვა კეკელია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. სამების საპატრიარქო ტაძართან იმ მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, რომლებსაც კათოლიკოს-პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივის მიგება სურთ. გუშინ სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს ​პატრიარქის ნათლულებმა.  პატრიარქის ნათლულების შესახებ „იმედის“ ეთერში დეკანოზმა, შალვა კეკელიამ ისაუბრა. 

„სულ ამბობდა პატრიარქი, რომ ეს ის თაობა იქნება, რომელიც ამ ქვეყანას გააბრწყინებს და რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის, ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც ამ ქვეყანას შეცვლიან და ის ადამიანები არიან, რომელთაც ერთმანეთი ეყვარებათ, რადგან პატრიარქი სულ ამბობდა, რომ „საქართველო მიყვარხარ“. მას უნდოდა, რომ როგორც თავად უყვარდა საქართველო, ისე ჰყვარებოდა ყველას ეს ქვეყანა“, – ამბობს დეკანოზი.