1773951610
ისრაელის არმიის რეზერვისტი, რომელიც „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას ემსახურებოდა, ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
ისრაელის არმიის რეზერვისტი, რომელიც „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას ემსახურებოდა, ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
ისრაელის ხელისუფლების თქმით, რეზერვისტი ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელით უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობასაც ახორციელებდა.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი იერუსალიმის მკვიდრია, 26 წლის რაზ კოენი. ისრაელის პოლიციისა და კონტრდაზვერვის სამსახურის, „შინ ბეტის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ კოენი თვეების განმავლობაში კონტაქტში იყო ირანელ აგენტებთან და მათთვის რამდენიმე მისიას ასრულებდა, მათ შორის ფულის სანაცვლოდ ინფორმაციის გადაცემას.











