1773951610
უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი (ერისკაცობაში მიხეილ ანტონის ძე დენისენკო) 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჰოსპიტალიზებული იყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა ეპიფანემ განაცხადა.
„დღეს ღრმა მწუხარება და სევდაა ჩემს გულში, ისევე როგორც მრავალი უკრაინელის გულში. დღეს დასრულდა უმწიკვლესი პატრიარქის, ფილარეტის მიწიერი გზა“, – წერს ეპიფანე.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მოუწოდა სრულიად უკრაინის სამწყსოს, აღავლინონ გულმოდგინე ლოცვები ახლადშესვენებული პატრიარქის, ფილარეტის სულის მოსახსენებლად.











