უბედური შემთხვევა მარნეულში - საკანალიზაციო არხის თხრილში ორი მუშა ჩავარდა, ერთი დაიღუპა
1746799823
ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვლავ შეფერხებაა.
აეროპორტის ცნობით, ვერ შესრულდა „კატარის ავიახაზების“ რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც დაჯდა ერევანში, ავიაკომპანია „აზიმუტის“ რეისი მოსკოვი-თბილისი დაჯდა ქუთაისში და „ჯაზირას“ ავიახაზები ქუვეითი-თბილისი დაჯდა ერევანში.
„ამ ეტაპზე 02:00 საათამდე ნავარაუდევია ხილვადობა 350 მეტრი, რაც არის ძალიან დაბალი და ამის გამო ავიაკომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას, დაჯდომა განახორციელონ სათადარიგო აეროპორტებში“, – აცხადებენ თბილისის აეროპორტში.
თბილისში დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიხაზებმა“ , ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.
ასევე ნახეთ:
როგორ მოვიქცეთ, რომ ბარაქის ხემ ოჯახში მართლა ფული მოგვიტანოს
ეჭვობთ, რომ ვიღაცამ „გაგთვალათ“ ან ჯადო გაგიკეთათ? - სცადეთ დაფნის ფოთოლი