ნიკოლოზ ქურასბედიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ნიკოლოზ ქურასბედიანი

ნიკოლოზ ქურასბედიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება. დახმარების თხოვნით განცხადებას საკალათბურთო კლუბი „მუხბე“ ავრცელებს.

„დღეს საკალათბურთო სკოლა „მუხბე“, მთელ საკალათბურთო სამყაროს და არა მხოლოდ მას, დახმარებისთვის მოგმართავთ.

ჩვენს მოსწავლეს, ჩვენი ოჯახის წევრს ნიკოლოზ ქურასბედიანს, რომელსაც წლების განმავლობაში როგორც საკუთარ შვილს ისე ვზრდიდით, დღეს ყველაზე მძიმე ბრძოლა უწევს.

ნიკოლოზს დაუდგინდა იუნგის სარკომა იშვიათი და ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის დასამარცხებლად საჭიროა ხანგრძლივი, რთული და ძვირადღირებული მკურნალობა.

დღეს ნიკოლოზის ჯანმრთელობა თითოეული ჩვენგანის გულზე გადის. ერთი ჩარიცხვა, ერთი გაზიარება, ერთი გულით გაწვდილი ხელი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მისი სიცოცხლისთვის.

დავუდგეთ გვერდში ჩვენს ნიკოლოზს და მის ოჯახს ამ ურთულეს ბრძოლაში“, – ნათქვამია საკალათბურთო კლუბის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიშები დახმარებისთვის:

🔸საქართველოს ბანკის ანგარიში:

#GE51BG0000000604646870

🔹თიბისი ბანკის ანგარიში:

#GE11TB7032945061100010

მიმღები: მარიკა რატიანი