დააკავეს კანონიერი ქურდი მეტსახელად „თახვი“ - სპეცოპერაციის დეტალები
1792007824
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის (ECTN - European Cultural Tourism Network) 2026 წლის საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
„მზისკარი“ გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“.
დაჯილდოების ცერემონია საბერძნეთის რესპუბლიკის კუნძულ სკიათოსზე, ECTN-ის მე-19 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
ECTN Awards 2026-ზე „მზისკარის“ გამარჯვება საქართველოს შემოქმედებითი და გასტრონომიული ტურიზმის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი შედეგია.
ECTN Awards 2026-ზე წარმოდგენილი 72 განაცხადი შეფასდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ევროპის წამყვანი ორგანიზაციების – Europa Nostra, European Travel Commission (ETC), NECSTouR, Creative Tourism Network, Europeana, ENAT, European Cyclists' Federation (ECF) და INSPIRES SMP-COSME პროექტის წარმომადგენლები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ ოჯახური გასტრონომიული მასპინძლობის ქსელია, რომლის მიზანია რეგიონული იდენტობის გაძლიერება, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნება. „მზისკარი“ აერთიანებს იმ საოჯახო სამასპინძლო ობიექტებს, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ ქვეყნისა და კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ კულინარიულ გამოცდილებას და კვების მომსახურებასთან ერთად უზრუნველყოფენ აგროაქტივობებსა და გასტრონომიულ მასტერკლასებს.