მტკვარში გადავარდნილი მანქანა ამ წუთებში წყლიდან ამოაქვთ

samashvelo

მაშველებმა მდინარე მტკვარში გადავარდნილი მანქანა იპოვეს.

დიდი ალბათობით, ეს სწორედ ის ავტომანქანაა, რომელიც მტკვარში ორი დღის წინ, გვიან ღამით, უკნიდან სხვა მანქანის ძლიერი შეჯახების შედეგად ჩავარდა. ამ წუთებში, მანქანა წყლიდან ამოაქვთ.

ამ ეტაპზე უცნობია ინფორმაცია იმ მგზავრებთან დაკავშირებით, რომლებიც ავტომობილში იმყოფებოდნენ. ორი დღეა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან მეხანძრე-მაშველები და მყვინთავთა ჯგუფი.