მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
ქართველი მეცნიერი და ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„მშვიდობით განისვენე მამი, ჩემო უაღრესად კეთილო და სათნო ადამიანო. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. შეხვედრამდე“, - წერს შვილი მარიკა სარჯველაძე სოციალურ ქსელში.
ნოდარ სარჯველაძე ბათუმში დაიბადა. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1968-1971 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი. მისი მეცნიერული კვლევის მიმართულებებია: პიროვნების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემები. ნოდარ სარჯველაძე იყო ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1988 წელი), პროფესორი, ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის დამფუძნებელი.