საჰარას უდაბნო „გამწვანებას იწყებს“ - NASA იდუმალ ფენომენს აკვირდება
1752770502
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს 2025 წლის ზაფხულის ტენდენციაა, რომ საქართველო სიცხის და ჭექა-ქუხილის უეცარი მიმოცვლის შორისაა გახლეჩილი.
ასე გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც, ხვალ კვლავ მნიშვნელოვნად დაცხება და ზოგან +36 გრადუსი დაფიქსირდება, შაბათ-კვირასაც ცხელი ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ დროდადრო მოიღრუბლება და ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.
აქვე გეტყვით, რომ წლის ცხელ პერიოდში ღრუბლიანი ამინდი მომატებულ ტენიანობასთან ერთად სიცხეს, განსაკუთრებით, დასავლეთში შემაწუხებელს ხდის.
მაღალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობის კომბინაცია ამცირებს თქვენი სხეულის თვითგაგრილების უნარს, ამიტომაცაა სანაპირო კურორტებზე ხშირად არც ისე მაღალია ჰაერის ტემპერატურა, მაგრამ ვგრძნოთ, რომ ძალიან ცხელა, ეს ,,სითბოს შეგრძნებითი ინდექსის" მაღალი მაჩვენებელია, მომატებული ტენიანობის ფონზე, რომელიც შესაძლებელია რეგიონის ნებისმიერ ლოკაციაზე დაფიქსირდეს“, - წერს კობა ფარტენაძე.