დასახელდა ზოდიაქოს ნიშნები, ვისაც თებერვალში ფინანსური წარმატება ელოდებათ
1769524620
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად დასაშვებია 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში აკრძალულია. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.