7500 აბონენტს გაზი დროებით შეუწყდება - ნახეთ, მისამართები
1774290519
საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილის თანახმად, სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს დაკრძალეს.
უწმინდესი სიონის ტაძარში სამების ტაძრიდან მსვლელობით გადაასვენეს. პატრიარქი სასულიერო პირებმა, მრევლმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგანგებოდ ჩამოსულმა დელეგაციებმა, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, გზად მოწყობილ დერეფანში განლაგებულმა ჯარმა გააცილა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.
პატრიარქს სიონის ტაძართან შეკრებილი ათასობით ადამიანი შეძახილით: პატრიარქო, გვიყვარხარ!“ და ტაშით გამოემშვიდობა. ერთ-ერთ ინტერვიუში ილია მეორე მიცვალებულებზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ ისე უნდა ელაპარაკო, როგორც ცოცხლებს.
„მიცვალებულებს ისე უნდა ელაპარაკო როგორც ცოცხალს, იმათ ესმის ეს. ჩვენ უნდა გვახსივდეს, რომ ადამიანი არ ისპობა,არ კვდება, იმ გაგებით რასაც ჩვენ ვგულისხმობთ. ადამიანი გარდაიცვლება. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ქართულ ენაზეა ეს სიტყვა. ორივე, რა თქმა უნდა გარდაცვლილია ჩემი დედ-მამა, მაქვს მათი სურათი კედელზე, ორივე ერთადაა გადაღებული და დავუდებ ან შოკოლადებს, ან ხილს, ან რაღაცას და ვეუბნები, რომ მიირთვით მეთქი. როგორც ცოცხლებს ისე მივმართავ და მერე ვაძლევ დედებს, რომ მიირთვან ის.“ - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ილია მეორე.