უმძიმესი ავარია, რომელშიც ბრალი ქართველ ადვოკატს ედება - გარდაცვლილია პასტორი და მისი მეუღლე
1774293656
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 24 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების, კუპრაძის, ზედგენიძის, შამანაურის, ჯავრიშვილის, ღიმილის, თაყაიშვილის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.