larsi

„მინდა, რომ ჩემი პატარა ბიჭი, მამასთან ერთად, სწორად გაიზარდოს“ - რას ამბობენ რუსეთის მოქალაქეები საზღვართან

„ქრონიკამ“, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, რუსეთის იმ მოქალაქეების კომენტარები ჩაწერა, რომელთაც რუსეთი დატოვეს და უკვე საქართველოს ტერიტორიაზე არიან.

„ომის წინააღმდეგი ვარ. მინდა, რომ ჩემი პატარა ბიჭი, მამასთან ერთად, სწორად გაიზარდოს. რუსეთში სხვადასხვაგვარი განწყობაა. ზოგი პროპაგანდის გავლენის ქვეშაა და მხარს უჭერს პუტინის პოლიტიკას, თუმცა ბევრი ომის წინააღმდეგია და ეს ამ საზღვარზეც ჩანს, სადაც ორი დღე ვიდექი. ყველა ვერთიანდებით მშვიდობისთვის“, - ამბობს საქართველოში შემოსული ერთ-ერთი პირი.

რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ომს გამოექცა.

„მე ომს გამოვექეცი. რუსეთში რა ხდება, არ ვიცი, ხუთი დღეა, ახალ ამბებთან წვდომა არ მაქვს“, - ამბობს რუსეთის მოქალაქე.

კიდევ ერთი პირი ამბობს, რომ პუტინის პოლიტიკას არ ეთანხმება და რუსეთს ემშვიდობება.

„სომხეთში მივდივარ. მაქვს ბილეთი მოსკოვ-ერევნის მიმართულებით და, რამდენიმე დღეა, ჩვენი ავტობუსი რიგში დგას. იმისთვის, რომ საზღვარი დროულად გადაგვეკვეთა, ფეხით წამოვედით. გადავიხადეთ დამატებითი თანხა, რომ ვინმეს დავმგზავრებოდით. მეხუთე დღეა, აქ ვარ და მოხალისეებს ვეხმარები. მე მუსიკოსი ვარ, რუსეთს დავემშვიდობე, რადგან პუტინის პოლიტიკა არ მომწონს. „ბაი-ბაი“,- ამბობს ის.

მთავარი სიახლეები