„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
29 ივნისის ჩათვლით თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია, – ინფორმაციას “ჯორჯიან ეარვეისი” ავრცელებს.
როგორც კომპანია წერს, მგზავრებმა, რომლებმაც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ექნებათ ბილეთების გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობა.
“მგზავრთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 29 ივნისის ჩათვლით თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია.
მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთების გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.
ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.
„ჯორჯიან ეარვეისი”, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს.” – წერია კომპანიის განცხადებაში.