მეცნიერებმა უნიკალური ცილა აღმოაჩინეს - ტვინის გაახალგაზრდავების უნიკალური შესაძლებლობა, შესაძლოა, მითი აღარ იყოს

ტვინი

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც ტვინის იმუნურ უჯრედებს ასაკობრივი ცვლილებებისგან იცავს.

ხანდაზმულ თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ამ ცილის დონის აღდგენამ გააუმჯობესა ტვინის იმუნური უჯრედების უნარი, მოეშორებინათ უჯრედული ნარჩენები და შეამცირა ანთებითი პროცესების ნიშნები.

აღმოჩენა მეცნიერებს იმედს აძლევს, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება ტვინის დაბერებისა და ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ მიმართული მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავება.

თუმცა კვლევა ამ ეტაპზე თაგვებზეა ჩატარებული და ადამიანებში მისი ეფექტიანობა ჯერ დადასტურებული არ არის.

✕