„მე კატეგორიულად არ ვნიშნავ ამ პრეპარატს“ - თემურ მიქელაძე

თემურ მიქელაძე

პედიატრი, თემურ მიქელაძე, პოდკასტში „სტუმრად ექიმთან“ იმ ვიტამინებზე და დანამატებზე საუბრობს, რომელსაც არასდროს ნიშნავს. 

პედიატრმა, არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ბავშვებში იმუნიტეტის შენარჩუნების მნიშვნელობასა და სწორ კვებით ჩვევებზე.

თუ არის რაღაც კონკრეტული პრობლემა, რა თქმა უნდა, მე საკმაოდ ხშირად ვნიშნავ ცხიმში ხსნად ვიტამინებს, A, D, K, რამეთუ ეს ცხიმში ხსნადი ვიტამინები ზოგადად შეწოვის პროცესს, სხვა მიკრო და მაკრო ნუტრიენტებისას აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმუნიტეტს ვზრდი ამით. არის უამრავი პათოლოგია, დავუშვათ, პანკრეასის ცისტო ფიბროზი და ა.შ. მე კატეგორიულად არ ვნიშნავ ომეგა 3-ს, რატო უნდა დაინიშნოს ისიც არ ვიცი. არანაირ ეფექტს არ გვაძლევს“- აცხადებს პედიატრი.  

ნახეთ, ვიდეო: 

✕