„მძიმეა ეს წუთები, მაგრამ ნუგეშია მისი უკვდავი სული...“ - ეზოთერიკოსი ანზორ ოდიაშიარია პოსტს აქვეყნებს

ილია მეორე

ეზოთერიკოსი ანზორ ოდიაშიარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მძიმეა ეს წუთები, მაგრამ ნუგეშია მისი უკვდავი სული. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, განაგრძობს ქართველებზე და საქართველოზე ზრუნვას უკვე ანგელოზებთან ერთად.

ჩვენ ვიცხოვრეთ განსაკუთრებულ ეპოქაში, რომელშიც ღვთისგან რჩეული მამამთავარი გვყავდა. რამეთუ ის იყო კლდე და მან აღაშენა ეკლესია.საუკუნოდ იყავ ხსენებული და სულმან შენმან კეთილთა შინა განისვენოს“, - წერს ანზორ ოდიშარია.