საგარეო უწყება: არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესებაზე აშშ-ის გადაწყვეტილება სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება

sagareo uwyeba

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალი მაჩვენებელს.

საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან.

„აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, სამწუხაროდ, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალი მაჩვენებელს, რის თაობაზეც აშშ-მხარის მიერ იქნა განმარტებული.

ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში და ეს გადაწყვეტილებაც არის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილი.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე“, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.