NBC News: აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორის, ჯოზეფ კენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

გამოძიება

 ამერიკული ტელეარხი NBC News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორის, ჯოზეფ კენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

ტელეარხის ცნობით, კენტი საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების საქმეში ფიგურირებს. როგორც NBC News-ი წერს, გამოძიება კენტის გადადგომამდე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ გადადგომის შემდეგ კენტმა პირველი ინტერვიუ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს მისცა, რა დროსაც თქვა, რომ ის ელოდება, რომ მისი დევნა და დისკრედიტაცია დაიწყება.

NBC News-ი მკითხველს შეახსენებს, რომ ეროვნულ კონტრტერორისტულ ცენტრში მუშაობის დაწყებამდე კენტი 20 წლის განმავლობაში ჯარის სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა და მას 11 საბრძოლო მივლინება ჰქონდა. მისი მეუღლე, შენონ კენტი 2019 წელს სირიაში განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს დაიღუპა.

ცნობისთვის, კენტი ირანში მიმდინარე ომის გამო თანამდებობიდან 17 მარტს გადადგა.