მდინარე ტანას შენაკადები "წითელი ნუსხის" სახეობის ნაკადულის კალმახის 20 000 ქვირითით დათევზიანდა

ქაეღლი

 შიდა ქართლში, ტანასა და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ტანას შენაკადები "წითელი ნუსხის" სახეობის ნაკადულის კალმახის 20 000 ქვირითით დათევზიანდა. პროცესი ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდა.

შეგახსენებთ, ნაკადულის კალმახის აღდგენის პროექტს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.