როდემდე გაგრძელდება სითბო საქართველოში - სინოპტიკოსების უახლესი პროგნოზი
1789058362
ქართველი სუპერმოდელი მატილდა გვარლიანი მსოფლიო მოდის ინდუსტრიის დაპყრობას განაგრძობს. ამჯერად მან ფრანგული luxury ბრენდის, Isabel Marant-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, რისი ფოტოებიც სააგენტომ, Look Models Management-მა გაავრცელა.
აღნიშნული სააგენტო წლებია ქართველი მოდელების საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანასა და მათ წარმატებულ კარიერას უზრუნველყოფს.
პროექტის კრეატიული დირექტორი Kim Bekker გახლავთ, ფოტოები Drew Vickers-ს ეკუთვნის, ხოლო ვიდეოზე Shayne Laverdiere-მა იზრუნა. გადაღების სტილინგი Vogue Paris-ის ყოფილ მთავარ რედაქტორს, ლეგენდარულ Emmanuelle Alt-ს ენდო, თმასა და მაკიაჟზე კი Damien Boissinot და Christelle Cocquet ზრუნავდნენ. ქასთინგზე DM Casting-ის გუნდმა, Piergiorgio Del Moro-მ და Giulia Massullo-მ იმუშავეს.
