ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1763842025
დღეს გიორგობაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში დილიდან წირვა სრულდება.
სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულებს. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე მრევლს ქადაგებით მიმართავს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
სამებაში დღეს ასევე დაგეგმილია რიგით 72-ე საყოველთაო ნათლობა - პატრიარქის ნათლული კიდევ 700-მდე ბავშვი გახდება.