მარშრუტები იცვლება - სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის

მართვის მოწმობა

შსს-ს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს:

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 22 ივლისიდან რუსთავში, თელავსა და საჩხერეში მარშრუტების ცვლილება განხორციელდება.

 რუსთავში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი მარშრუტებიდან ხუთი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტებით;

 თელავში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი მარშრუტებიდან ორი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტებით.

ასევე „C“ კატეგორიისთვის და „C1“ /„D1“ ქვეკატეგორიებისთვის განკუთვნილი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტით.

საჩხერეში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი მარშრუტები სრულად ჩანაცვლდება ოთხი ახალი მარშრუტით.
 მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://shorturl.at/mAkkE".