ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1781544019
მამაკაცი, რომელსაც კახეთში, პოლიცია და ოჯახი ეძებდა, უვნებელი იპოვეს.
39 წლის გიორგი გიორგანაშვილს, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ, დღეს დილით ყვარლის ტყეში მიაგნეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჯანმრთელი და უვნებელია.
ამ დროისთვის ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გიორგანაშვილი 12 ივნისს, დილის 09:00 საათზე, თელავში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მთის მიმართულებით მიდიოდა. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. მისი კუთვნილი ავტომობილი სამართალდამცველებმა ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.