მეცნიერები ასახელებენ სავარაუდო დროს, როცა დღე-ღამის ციკლი 25 საათი გახდება
1775156728
ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, - განაცხადა მამა ირაკლი ჭინჭარაულმა.
მისივე თქმით, ილია მეორის მიერ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიოს გამორჩევა ამ ერთსულოვნების შემადგენელი ნაწილია.
„მის მიერ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიოს გამორჩევა ვფიქრობ, რომ ამ ერთსულოვნების შემადგენელი ნაწილია. თავის მხრივ უკვე მეცხრე წელიწადია მეუფე შიო, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან ერთად არის წინამდგომელი მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ერის სიწმინდის და ზნეობის სადარაჯოზე. მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, აწმყოც და მომავალიც ნამდვილად იმსახურებს, რომ პატრიარქის სახელი და პატრიარქის მემკვიდრეობითი ხაზი, სწორედ ამ ერთსულოვნებაში გაგრძელდეს“, - აღნიშნა მამა ირაკლი ჭინჭარაულმა.