"მშიერი ვარ, მაგრამ ბედნიერი ვარ და არ მშია..." - ექსკლუზიური ინტერვიუ ინდირა ჯგერნაიასთან
1761239660
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტო ავრცელებს.
მინისტრმა მათ კონკურსში გამარჯვება მიულოცა, დიპლომატიური უწყების სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და დიპლომატის პროფესიის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საქართველოს საჯარო სამსახურის განვითარებაში.
ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა, საჯარო დაწესებულებებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით მოქმედებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი გააკეთა ხუთასზე მეტმა ახალგაზრდამ, რომელთაგანაც კონკურსის შედეგად შერჩეული 37 სტაჟიორი სამინისტროში, სხვადასხვა მიმართულებით, სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.