1787415599
ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ - დღეს უშვილოთა შემწე ხატის დღესასწაულია
13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია.
დედობრივი სითბოთი გასხივოსნებული დირბის ღმრთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა. ეს ხატი ერთ-ერთი საოცარი და შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთია ქრისტიანულ სამყაროში.
"დირბის ღვთისმშობელი" არის წყარო მრავალი სასწაულისა, რომელიც მასთან თხოვნით მისული რწმენით აღსავსე ადამიანებისათვის ოდითგანვე აღსრულდებოდა. რესტავრაციისას, მისი ხელმეორედ დაბადებისას, მეუფე იობს წინასწარ განუჭვრიტავს და ასე უბრძანებია:
დირბის ღმრთისმშობელთან მრავალი ადამიანი მოვა, უპირველესად კი ის უშვილოებს და ორსულებს შეეწევაო...
ლოცვა სავედრებელი
„დედა ღვთისა, მიდგომილო ღვთისმშობელო, მთელი გულით გევედრები, დამეხმარე! შენც ხომ დედა ხარ, შენც ხომ გამოიარე ტკივილი და სიხარული, შეისმინე ჩემი სავედრებელი, მომანიჭე წყალობა, მშვიდობა და შემეწიე შვილის შეძენასა და გაზრდაში. ამინ.“











