„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივაზე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შემადგენლობას პლენარულ სხდომაზე დღეს დაამტკიცებენ

 პარლამენტი

 „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივაზე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შემადგენლობას პლენარულ სხდომაზე დღეს დაამტკიცებენ. აღნიშნული კომისია ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისთვის შეხვედრებს გამართავს.

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები და კანონპროექტი - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ინიციატივაზე დეპუტატთა ხელმოწერების ნამდვილობა გასულ კვირას დაადასტურა.