1746733863
ლეგენდარული მეისი გრეი ქართველ გულშემატკივრებთან შესახვედრად ემზადება - იჩქარეთ, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია

Falestra და Mastercard წარმოგიდგენთ ახალ შთამბეჭდავ, მუსიკალურ სერიას, რომელიც აქსის თაუერში გაიმართება.
20 ოქტომბრიდან, პირველ საღამოს ფალესტრას ღია სივრცე ლეგენდარულ ამერიკელ მომღერალს Macy Gray-ს უმასპინძლებს.
ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, სასცენო სახელით კი მეისი გრეი, ცნობილია თავისი გამორჩეული, უნიკალური და ემოციური ხმით - R&B, სოულისა და ჯაზის ლეგენდარული არტისტი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მუსიკალურ ინდუსტრიაზე.
აქვს კოლაბორაციები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Stevie Wonder, Pharell williams, Mos Def, John Legend, Erykah Badu და სხვა.
მეისი გრეის კარიერის მანძილზე ჩაწერილი აქვს 10 სტუდიური ალბომი, 7 მილიონზე მეტი გაყიდული რეკორდი და ჰიტი “I try”, რომლითაც არტისტმა გრემი მოიპოვა.
არ გამოაკლდე უნიკალურ საღამოს - ონლაინ ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ Mastercard ბარათით.
დამატებითი დეტალები ნახეთ ბმულზე