1774682833
ლანჩხუთის მთავარი ნაძვის ხე სოციალურ ქსელს იპყრობს - საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ლანჩხუთში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საახალწლო ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. იგი საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.
საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

















